დღეიდან სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების მინიტორინგი იწყება

დღეიდან შრომის ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებს და რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას.

ობიექტები შემოოწმდებიან, აკმაყოფილებენ თუ არა იმ პირობებს, რომლებიც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა.

საცურაო აუზებისთვის სავალდებულოა ყოველდღიური ბაქტერიული კვლევების ჩატარება, ხოლო დარბაზებში მოთხოვნილია ვენტილაცია და აიკრძალა 10 კაცზე მეტის ჯგუფური ვარჯიში.

ფიტნეს დარბაზებისთვის შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

სხვა მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორისთვის საერთოა და ესაა ჰიგიენურ-სანიტარული წესების დაცვა.