დღეს აუქციონზე 20 მილიონის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა

2022 წლის 4 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.900 პროცენტით, მაქსიმალური 10.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.193 პროცენტით განისაზღვრა.