დღეს ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.8781 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა ლარად 2.8818 იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.2002 ლარადაა შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.2158 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0156‬ პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 18 იანვრიდან, იმოქმედებს.