დღეს ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი ლარი 2.8876 ღირს. 

გუშინ, 13 იანვარს, დადგენილი კურსით, 1 დოლარის ყიდვა 2.8980 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი დღეს 3.2151 ლარად იქნება შესაძლებელი.13 იანვარს 1 ევრო 3.2214 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0063 პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 იანვარს, დაადგინა, ხვალიდან, 15 იანვრიდან, იმოქმედებს.