დღეს მთავრობამ 20 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 55 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100%-ით, მაქსიმალური 9.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.324%-ით განისაზღვრა.