დღეს სემეკი 2019-2020 საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია სემეკის 2019-2020 საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიება 11:00 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel-ში ჩატარდება და მას სამთავრობო უწყებების, სემეკის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები დაესწრებიან.