ჩინელი ჩინოვნიკის სახლში 13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინეს

ჩინელმა სამართალდამცავებმა, ქალაქ განჯოუს ყოფილი მერის, ჩჯან ცის სახლის ჩხრეკისას, 13,5 ტონა ოქროს ზოდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არაოფიციალური მონაცემებით, ყოფილი ჩინოვნიკის სახლის სარდაფში, ასევე,დიდი რაოდენობით ფული ინახებოდა. როგორც გაირკვა, ქალაქის ყოფილი მერი საკუთრებაში ფლობდა ათასობით კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებასაც, რომლის შესახებ, ასევე, არავინ არაფერი იცოდა.