დროებითი განთავსებისა და საკვების უზრუნველყოფის სერვისი გაძვირდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მარტში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 3.4 პროცენტით. 

დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასები შემცირდა 0.7 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 3.5 პროცენტით. 

საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები შემცირებულია 5.9 პროცენტით.