Duolingo IPO-ს ფასების დიაპაზონს ზრდის

ენის შემსწავლელი პროგრამა Duolingo Inc, მის აქციებზე ინტერესის მუდმივი ზრდის გამო,  ფასების დიაპაზონს ზრდის. 

IPO–ს ფარგლებში დაახლოებით 5.1 მილიონი აქცია გაიყიდება, რომელთა ფასი $95–100 დიაპაზონში იქნება. მანამდე თითო აქციის ფასი დაახლოებით $85–$95 იყო. 

Duolingo IPO–ს საშუალებით $511 მილიონის მოზიდვას მოახერხებს, შესაბამისად, კომპანიის ღირებულება $4.6 მილიარდს გადააჭარბებს. აქციონერების მიერ დაახლოებით 1.4 მილიონი აქცია გაიყიდება, თუმცა მიღებული თანხა კომპანიას არ გადაეცემა.

კომპანიას ყოველთვიურად დაახლოებით 40 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც 40 სხვადასხვა ენას სწავლობენ.