ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა. ჯამში ქვეყანამ გასულ წელს ექსპორტით 3 342.1 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის ეს ექსპრეს მონაცემებია, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს.