ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა.

ფასების 50.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 61.1 პროცენტით, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე 3.2 პროცენტით.