ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს - ნათია თურნავა

"2021 წლის მაისში, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა. ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით და 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა და არ შემცირებულა.

"2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, გვაქვს ჩვენი პროდუქციის ექპორტი 2019 წლის დონეზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.