ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში მოქმედმა ელექტროსადგურებმა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 943 მლნ 796 ათასი კვტ.სთ-ია, მაშინ, როცა გასული წლის აპრილში 964 მლნ 445 ათასი კვტ.სთ იყო.

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში 12 მლრდ 763.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას ვარაუდობს, რაც 2020 წლის თავდაპირველ პროგნოზზე (13 მლრდ 317,9 მლნ კვტ.სთ) 4.2%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ ელექტროენერგიის განახლებულ საპროგნოზო ბალანსში აღნიშნა.