დეპუტატები დღეს"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელებენ

 პარლამენტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობას აგრძელებს. 

კანონის განხილვა ხმაურით მიმდინარებდა.

კამათის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილების უფლება მარეგულირებელ კომისიას აქვს. 

კომისიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

კანონპროექტი ჯერ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე უნდა განიხილონ, შემდეგ კი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 15 ივლისს დაამტკიცა.