"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს, 07:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თელავის რაიონის სოფელ გულგულაში. 

07:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროში. 

14:00 საათიდან 14:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ფოთში ლიეპაიას, 9 აპრილის ხეივნის, გეგიძის, აღმაშენებლის, სამხრეთ მოლის, მ. აბაშიძის, მამუკა კაცაძისა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.