ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. დღეს მას ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მსოფლიო დონის ატრაქცია" ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ენერგეტიკის განვითარების ფონდმა "ენგურის ტურისტულმა ცენტრმა" ჩაუყარა საფუძველი. ამ დრომდე ენგურჰესი ტურისტებისთვის მიუწვდომელი იყო. დღეიდან დამთვალიერებელს მარშრუტის გავლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია. 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება.