ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

ამ მომენტისთვის(16:15 საათი) Bloomberg-ზე 1 დოლარი ‭3.1753 ლარად ივაჭრება. სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრაობა 3.1687-ის ნიშნულზე გაიხსნა. 

შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.4997 ლარადაა შესაძლებელი.