ერთ კვირაში სამომხმარებლო საქონელზე ხარჯი მკვეთრად გაიზარდა

წინა კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში შესამჩნევად გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და წ/წ +34% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირაში გაიზარდა უნაღდო ხარჯვა ავეჯსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე. წლიურმა ზრდამ 32% შეადგინა ივლისის პირველ კვირაში, იგივე მაჩვენებელი წინა კვირაში 15% იყო.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და წ/წ +40% შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვითვე, უნაღდო ხარჯვის მონაცემი პირად ჰიგიენაზე და სხვა სამომხმარებლო საქონელსზე წინა წლის დონეზე იყო; 9 საწვავზე და ტრანსპორტირებაზე მცირე ზრდას აჩვენებს.

"უნაღდო დანახარჯების ზრდა პირად ჰიგიენაზე შემცირდა და წ/წ +1% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვის ზრდის ტემპი წ/წ უცვლელია. მანქანის შეკეთებაზე დანახარჯები მკვეთრ ზრდას ინარჩუნებს, მაგრამ მცირედით შემცირდა გასულ კვირასთან შედარებით და +28% შეადგინა. ივლისის პირველ კვირაში საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად -3%-ით შემცირდა," - აღნიშნულია მიმოხილვაში.