ეთერიუმის ფასმა $4 100-ს გადააჭარბა

დღევანდელი მდგომარეობით კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასმა CoinDesk-ის  საფონდო ბირჟაზე  4 127.15 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ვალუტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 

ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკუინზე ფართო გამოყენება ექნება.

ექსპერტების აზრით, ეთერიუმის ფასის ზრდის მაღალ ტემპს, ასევე ეთერიუმის ბლოკჩეინის მოდერნიზება განაპირობებს, რამაც დეცენტრალიზებულ სივრცეში ეთერიუმის ბლოკჩეინს, მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ანიჭებს.