ევრობანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. 

ევრობანკი ვარაუდობს, რომ 2019, ისევე როგორც 2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4.5 პროცენტი იქნება.

ცნობისთვის, სომხეთისთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანისთვის და ბელარუსისთვის შემცირდა.

ევრობანკმა დოკუმენტი დღეს გაასაჯაროვა.