ევროკავშირი ბიზნესისთვის კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა, აცხადებს კონკურსს GREENcubator ბიზნეს აქსელერაციის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის ახალგაზრდებისთვის.

აქსელერაციის პროგრამა ემსახურება მწვანე სამეწარმეო იდეების აღმოჩენას, მათი განვითარების ხელშეწყობას და მათი პრაქტიკული განხორციელების მხარდაჭერას. შერჩეულმა აპლიკანტმა უნდა შეიმუშაოს პროგრამა, შეარჩიოს თემატური მიმართულებები, განსაზღვროს მენტორები და მომხსენებლები და განახორციელოს პროგრამა სამივე მუნიციპალიტეტში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 18:00 საათი.