ევროკავშირი რუსთავსა და ზესტაფონში საწარმოო ნარჩენების მონიტორინგს იწყებს

რუსთავსა და ზესტაფონში საწარმოო ნარჩენების მონიტორინგი იწყება. პროგრამას "ევროკავშირი გარმოსთვის" განახორციელებს. 

მონიტორინგის მიზანია განსაზღვროს, შეაფასოს და აღრიცხოს ადგილობრივი სამრეწველო საწარმოების ნარჩენების ნაკადები.

პროექტი ნარჩენების გადამუშავების ეფექტიანი მეთოდების დანერგვისთვის, ასევე ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებისთვის მოამზადებს ნიადაგს. 

მონიტორინგის პროგრამაში მონაწილეობას დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები, საერთაშორისო ექსპერტები და UNIDO -ს (გაეროს ინდუსტიული განვითარების ორგანიზაცია) თანამშრომლები მიიღბენ.