ევროკავშირი წყალტუბოში 20 პროექტს დააფინანსებს

LAG Tskaltubo-წყალტუბოს განვითარების ჯგუფი-ს მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ევროკავშირის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 134-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ, კი პროექტების შეფასების კომისიამ 20 საპროექტო განაცხადი შეარჩია.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

შერჩეულ პროექტებ შორის 14 პროექტი სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სფეროდანაა, 5 საჯარო სექტორიდან, ხოლო 1 სათემო ინიციატივაა.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურისის კიდევ ერთი ეტაპს 2021 წლის გაზაფხულზე გამოაცხადებს იმ საპროექტო განაცხადების მხარდასაჭერად, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებაში.