ევროკავშირის დახმარებით დამცავი ეკიპირების ქართული წარმოება გაფართოვდა

ევროკავშირის დახმარებით დამცავი ეკიპირების ქართული წარმოება გაფართოვდა

პირველი მულტიბრენდული სოციალური საწარმო, რომელიც თერაპიულ დიზაინერულ სამოსს აწარმოებს ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც ევროკავშირისა და GIZ-ს მხარდაჭერით არა მარტო თანამშორმლების შენარჩუნება შეძლო, არამედ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა შშმ პირებისათვის Covid პანდემიით გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

ორგანიზაციის განმარტებით, ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით კომბინიზონამ ახალი საკერავი მანქანები შეიძინა და კრიზისის დროს ბიზნესის შესანარჩუნებლად მეორე, დამცავი ეკიპირების ბრენდი „ალიკაპი“ შექმნა, რომელიც პირბადეებს აწარმოებს.