ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდი მუშაობას იწყებს

ევროპული ეკონომიკის აღდგენის ფონდი მუშაობას 1 ივნისიდან დაიწყებს.  ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

672.5 მილიარდი ევროს ოდენობით თანხა ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენასა და მხარდაჭერას მოხმარდება. 

"ხვალიდან ევროკავშირს შეეძლება მიიღოს საჭირო დაფინანსება ევროპის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღსადგენად", - ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ რატიფიკაციის პროცესის დასრულება ევროკავშირს საშუალებას აძლევს 2021 წლის ივნისიდანვე აიღოს სესხი კაპიტალის ბაზრებიდან.