ევროკავშირმა 7-ევროიანი სამოგზაურო სისტემის გაშვება გადადო

ევროკავშირმა ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის გაშვება 2022 წლის ბოლოსთვის გადადო. 

European Travel Information and Authorization System-ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ, უვიზო ქვეყნების ტურისტებს თავისი მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ. 

დოკუმენტების მიხედვით, ETIAS-ის ჩაშვებისა და გარდამავალი პერიოდის დროს, ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ახალ სისტემაში წინასწარი, ფასიანი ავტორიზაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

განაცხადისთვის სავიზო ცენტრში მისვლა საჭირო არ იქნება და ონლაინ რეჟიმში შეივსება.