ევროპაში 1 300-ზე მეტი ავიარეისი უქმდება

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვის გამო დღეიდან ევროპის მასშტაბით 1300 ავიარეისი გაუქმდება. გაფიცვა 48-საათიანია და ხუთშაბათს და პარასკევსაა დაგეგმილი. ავიაკომპანია ვარაუდობს, რომ თანამშრომლების გაფიცვა, სავარაუდოდ, 180 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება. 

როგორც "დოიჩეველე" ავიაკომპანიის მენეჯმენტზე დაყრდნობით წერს, მგზავრებს ბილეთების გადაჯავშნა მხოლოდ საერთაშორისო ფრენის შემთხვევაში შეუძლიათ, ხოლო შიდაფრენის შემთხვევაში, მათ ონლაინ რეჟიმში აქვთ შესაძლებლობა ავიაბილეთები მატარებლის ბილეთებში გადაცვალონ.

ბორტის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც დღეიდან გაიფიცნენ, ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

"დოიჩეველეს" ინფორმაციით, შეფერხებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს Lufthansa– ს შვილობილი ავიაკომპანიებისთვის, Eurowings-ისა და SunExpress-ისთვის.