ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება 10,6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 10,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 121 აშშ დოლარი შეადგინა.

21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.