ევროპაში გაზი 4%-ით გაძვირდა

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 797 აშშ დოლარს მიაღწია. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები.

ამრიგად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 797 აშშ დოლარს შეადგენს.

მანამდე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 764 დოლარს შეადგენდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ რუსული "გაზპრომი" ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.