ევროპაში გაზი 6,5%-ით გაძვირდა

გასული სავაჭრო დღის დახურვისთვის,  ევროპაში უახლოესი გაზის ფიუჩერსების ფასები 6,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 119 აშშ დოლარი შეადგინა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე ბაზრის გახსნისთვის 1 104 აშშ დოლარს შეადგენდა და სავაჭრო დღის განმავლობაში სტაბილურად, 5-6%-ით იზრდებოდა. დღის განმავლობაში გაზის ღირებულებამ მაქსიმალურ ღირებულებას 1 128 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მინიმალური ფასი 1 086 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.