ევროპაში გაზის ფასი 12%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ხუთდღიანი კლების შემდეგ, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 12%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე  დღის პირველ ნახევარში 825 დოლარამდე დაეცა, ხოლო მოგვიანებით ბუნებრივი აირის ღირებულებამ მოიმატა და 1 022.1 აშშ დოლარი შეადგინა. 

21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.