ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა სავაჭრო დღის გახსნისთვის იკლო და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 478 აშშ დოლარამდე დაეცა. 

გაზის ფასების მთლიანი კლება დღის დასაწყისიდან უკვე 27%-ზე მეტია.

21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.