ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება 2022 წლის პირველ სავაჭრო დღეს ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე დაეცა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 817 აშშ დოლარამდე დაეცა. მოგვიანებით კი კლება დაჩქარდ და გაზის ფასი 772,4 დოლარამდე ჩამოვიდა. 

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას.