ევროპაში გაზის ღირებულება ერთ დღეში 3,5%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის 10 აგვისტოს, დღის ბოლოს, 3.5%-ით გაიზარდა.

ამრიგად, ნიდერლანდურ TTF-ში გაზის  სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 543.2 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, სავაჭრო სესიის ბოლოს მისი ღირებულება დაახლოებით 535 აშშ დოლარამდე დაეცა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად. 

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა  ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რომ რუსული "გაზპრომი" ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.