ევროპაში გაზის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

რაც შეეხება, სექტემბრის ფიუჩერსების ფასს,  2 აგვისტოს 1000 კუბურ მეტრზე 520 აშშ დოლარს  გადააჭარბა. 

EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 485 აშშ დოლარია.

რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 265 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი "გაზპრომის" 2021 წლის ფასი საზღვარგარეთ ნედლეულის ექსპორტისათვის საშუალოდ $170-ს შეადგენს.