ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა

ევროზონის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 10-წლიან მაქსიმუმს აღწევს და 3%-ს შეადგენს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური Eurostat აქვეყნებს.

ივლისის თვეში, ევროზონაში ინფლაციამ 2.2% შეადგინა, 0.3%-ით მეტი ვიდრე ერთი თვით ადრე. ინფლაციის ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები საწვავის ფასის მატებას და ეკონომიკების ნაწილობრივ გახსნას ასახელებენ.

ევროზონის ქვეყნებს შორის ინფლაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი გერმანიასა და ესპანეთშია.