სან-ფრანცისკოსა და სილიკონის ველში საცხოვრებლის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ონლაინ გიგანტი Facebook-ი სახლებს ააშენებს. როგორც სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა დევიდ ვეჰნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტისათვის მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, ააშენებენ 20,000 ახალ, დაბალბიუჯეტიან ბინებს, რომლებიც პედაგოგებისთვის, ექთნებისთვის და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის იქნება გათვლილი.
თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მთავრობა საბინაო პრობლემის მოგვარებას მარტო ვერ შეძლებს; შესაბამისად, აუცილებელია, ითანამშრომლონ კერძო კომპანიებთან, მათ შორის Facebook-თან.
ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქ მენლო პარკში, სადაც Facebook-ის სათაო ოფისია, კომპანია საკუთარ ტერიროტიაზე 1500 ახალი საცხოვრებლის აშენებას აპირებს, რისთვისაც 350 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.