Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინჟინერი კომპანიას ტოვებს

Facebook-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, მაიკ შრეპფერი, რომელიც კომპანიაში 13 წელია მუშაობს, მომავალ წელს პენსიაზე გადის.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მის ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტში, ვირტუალურ რეალობასა და ბლოკჩეინში შემავალ სოციალურ ქსელს გააკონტროლებს ენდრიუ ბოსვორთი, კომპანიის კიდევ ერთი ვეტერანი, გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი.

შრეპფერის წასვლა იქნება კომპანიის პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგი ბოლო წლების განმავლობაში.