კორპორაცია Facebook Inc.-მა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სოციალურ ქსელს ფლობს, მეორე კვარტალში წმინდა მოგება და შემოსავალი 56%-ით გაზარდა.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, შემოსავლების ზრდა წლის ბოლომდე შენელდება. ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიის აქციის ფასი 4%-ით დაეცა.
”2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში ჩვენ ველით, რომ შემოსავლების ზრდა მნიშვნელოვნად შენელდება”, - განაცხადაფინანსურმა დირექტორმა, დევიდ უენერმა.
Facebook–ის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში წმინდა შემოსავალი $ 10.394 მილიარდი იყო, შესაბამისად თითო აქცია $ 3.61-ად ივაჭრებოდა.
სოციალური ქსელის Facebook– ის მომხმარებელთა რიცხვმა (ანგარიშების აქტივობა თვეში ერთხელ მაინც) ივნისის ბოლოს 2,9 მილიარდ ადამიანს მიაღწია, რაც 7%–ით მეტია გასულ წელთან შედარებით.