ფარმაციასა და სურსათზე უნაღდო ხარჯი სტაბილურად იზრდება

უნაღდო ხარჯვის ზრდა სურსათსა და ფარმაციაზე სტაბილურობას ინარჩუნებს. წლიურმა ზრდამ 39% და 46% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში გაიზარდა და 34% შეადგინა.

ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე, მიმდინარე კვირაში სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდა -76%-მდე გაუმჯობესდა, გასული ორი კვირის -79%- თან და -84%-თან შედარებით.

შეზღუდვების შერბილების შემდეგ გაუმჯობესება გრძელდება რესტორნებში დანახარჯებზე. ივლისის პირველ კვირაში წლიურმა ცვლილებამ -24% შეადგინა.

"სტაბილური ზრდის შემდეგ გასული სამი კვირის განმავლობაში, ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდამ 41% შეადგინა ივლისის პირველ კვირაში. გართობაზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ცვლილებამ და -52% შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე (-58%) მაღალია.  საერთო ჯამში, შეინისნება გაუმჯობესების ტენდენცია ბოლო კვირების განმავლობაში. COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კვლავ მკვეთრად შემცირებულია და სექტორი გახსნის მოლოდინშია," - აღნიშნულია მიმოხილვაში.