ნავთობის ფასი იზრდება

მსოფლიო ბაზარზე გასულ 24 საათში, სავაჭრო სესიის შედეგად, ნავთობის ფასი გაიზარდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო კვირის განმავლობაში, ნავთობის ფასებმა რეკორდული - 9-9.5%-იანი ზრდა აჩვენა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 1.28%-ით გაიზარდა და ბარელზე 71.08 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.41%–ით არის მომატებული და ბარელზე 72 .07  აშშ დოლარს უტოლდება.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 68,36 აშშ დოლარად ბარდება.