ფეისბუქმა და გუგლმა არჩევნების დღეს ქსელში პოლიტიკური რეკლამა გაავრცელეს?

რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მაკონტროლებელი ორგანოს "როსკომნადზორის" განცხადებით, უწყების მოწოდების მიუხედავად, Google-მა და Facebook-მა რუსეთის რეგიონული არჩევნების დღეს პოლიტიკური რეკლამის განთავსება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"როსკომნადზორის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასეთი ქმედებები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რუსეთის სუვერენულ საქმესა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა.

Reuters-ის ცნობით, Google-ს და Facebook-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დღეს რუსეთში, მათ შორის მოსკოვში რეგიონული არჩევნები გაიმართა.