ფერმერები რძის ინდუსტრიის სიახლეებს გაეცნობიან

დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული რძის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქართული რძის ფედერაციის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან.

მემორანდუმის მიზანი, რძის სექტორში ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერაა.