ფერმერები თითო ჰექტარ მიწაზე 200 ლარს მიიღებენ

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი გეგმა წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ფერმერი რეგისტრირებული მიწის თითო ჰექტარზე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას.

პრემიერის თქმითვე, ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე სახელმწიფოსგან მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფად.

აქვე გახარიამ დასძინა, რომ აგროდიზელის ფასი ქვეყანაში იქნება იაფი, ვიდრე სხვა ტიპის საწვავი.

პრემიერის თქმითვე, უკლებლივ ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 ათასია, გათავისუფლდება სარწყავი წყლის გადასახადისგან.

ასევე, მეწარმეები ტექნიკის შეძენისთვის, სარწყავი სისტემის მოსაწობად, ან სასათბურე მეურნეობის გამართვისთვის სახელმწიფოსგან მიიღებს სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს.

მთავრობის ამ შეთავაზებებს ფერმერები 20 მაისიდან მიიღებენ.

მთავრობას ფერმერების მხარდამჭერი პაკეტისთვის ჯამში 300 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.