ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში სახელმწიფო დაეხმარება

ვაშლის რეალიზებისთვის დღეს გორში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა, რომელიც ფერმერებს შეხვდა და სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

ვაშლის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 1 კილოგრამ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან. ამ შემთხვევაში სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიას 10 თეთრის ოდენობით გასცემს.

ფერმერებისთვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშესაწყობად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამა იწყება. პროგრამა მთავრობამ წამოიწყო იმისთვის, რომ ვაშლის მოსავლის აღების სეზონზე წარმოებული პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩეს და ფერმერებს პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ.