"ფილიპ მორის საქართველომ" კორონავირუსთან ბრძოლისათვის 100 000 ლარი გამოყო

"ფილიპ მორის საქართველომ" (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ 100 000 ლარის ფინანსური რესურსი გამოყო. თანხა გადარიცხულ იქნება საქართველოს ბიზნესასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე.

ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინალურ და უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისთან, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობას, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გადავწყვიტეთ 100 000 ლარის კონტრიბუცია გამოვყოთ. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, მუდმივად ვცდილობთ მდგრადობის შენარჩუნებას, რაც მომავლისთვის აუცილებელია”, - თქვა იური გორდოკმა, ფილიპ მორის კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა შექმნა ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ არსებულ გამოწვევებზე რაციონალურ და ეფექტიან რეაგირებას.