ფიზიკურ პირებს ლარში აღებული სესხები გაუძვირდათ

ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფიზკურ პირებზე გაცემულ სესხებზე - 17.3%, მაშინ როცა აგვისტოში - 16.9% იყო.

იურიდულ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური განაკვეთი - 10.8%-დან 10.6%-მდე, ხოლო ზოგადად, ეროვნული ვალუტაში გაცემულ სესხებზე - 14.3%-დან 14.1%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, ამ შემთხვევაში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 7.1%-დან 7.4%-მდე გაიზარდა. ანალოგიური მონაცემები დაფიქსირდა იურიდულ პირებზე გაცემულ სესხების შემთვევასიც, ხოლო ფიზიკური პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი არ შეცვლილა და 7.1% იყო.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები სულ სესხებზე შემცირდა. კერძოდ, სექტემბერში - 11.5% შეადგინა; აგვისტოში კი 11.7% იყო.