ფულადი გზავნილები საქართველოში ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან გაიზარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტად ფულადი გზავნილების ზრდა ივლისში აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან დაფიქსირდა.

აზერბაიჯანიდან ივლისში საქართველოში გადმოირიცხა 6.03 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 3.19%-ია, თუმცა წლიური ზრდის ტემპი 185.59%-ია.

რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა 147.10%-ს უტოლდება. უკრაინიდან ივლისში საქართველომ მიიღო 9.79 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 5.19%-ს შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ივლისში 73.79 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. ეს მთლიანი გზავნილების 39.10%-ია. ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ივლისის მაჩვენებლის წლიური ზრდის ტემპი  24.97%-ს გაუტოლდა.

რომელი ქვეყნიდან რამდენი გადმოირიცხა ივლისში, დეტალურად იხილეთ ცხრილში:

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

15.6%-ითაა გაზრდილი საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობა.