ფულის მასა საქართველოში რეკორდულ ნიშნულზეა

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულის მასა ახალ რეკორდულ ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  M2-მა ანუ ფართო ფულმა, 13.65 მილიარდ ლარს მიაღწია.

წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 18.8%-ით ანუ 2.16 მილიარდი ლარით გაიზარდა. 

გაზრდილია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასაც და ის 4.66 მილიარდი ლარია. 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, ნაღდი ფულის მასა 12.7%-ით, ანუ 524 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

ცნობისთვის, M2 ანუ ფართო ფული არის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ფული, საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარდა. ის შეიცავს ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს და კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს.