გადამზიდავებს კოვიდ-ტესტების გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ

"სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ტესტირების ჩატარება 20 ლარი უჯდებათ, რაც უსამართლობაა" - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აცხადებს.

ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი  დეტალურად განმარტავს, რა ხდება და რა რთულ ვითარებაშია ქართველი გადამზიდავი სატვირთოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ.

"ქართული მანქანა შემოვიდა მაგალითად, სადახლოზე, მიეცა დრო 72 საათი, საზღვარზე გაუკეთეს უფასო ტესტი, დაიცალა მაგალითად თბილისში - ყველაზე მოკლე დისტანცია, რჩება ორი დღე, რომ იპოვოს ახალი ტვირთი,მერე დაიტვირთოს ხელახლა და დატოვოს საზღვარი, ასეთი ლოგისტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია, უმეტესება წვრილ გადამზიდავს ასეთი აწყობილი სქემა არ გააჩნია, შესაძლოა ახალი ტვირთის ძიებაში ერთი კვირა დასჭირდეს და ასეთ ვითარებაში მან სამი ტესტი უნდა გაიაროს და 60 ლარი გადაიხადოს. ეს არის დამატებითი ტვირთი მეწარმე გადამზიდავისათვის," - ამბობს ცაგარეიშვილი და განმარტავსრომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, 72 სთ ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალდებულია ჩაიტაროს ინდივიდუალური ტესტი, რომლის ღირებულებას 20 ლარს იხდის მძღოლი. ექსპერტი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულების მოქალაქეებზე ფინანსურ ტვირთად გადმომისამართება, ქმნის უსამართლობის განცდას, რაც ირიბად აისახება გადაზიდვების ღირებულებაზე და საბოლოოდ პროდუქციისს ფასის ზრდაში.

"იმ ვითარებაში, როცა კოვიდის გავრცელების შეზღუდვა სახელმწიფოს პრეროგატივაა, რამდენად სამართლიანი, ტესტირების ღირებულების დაფარვა განახორციელოს, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულმა მძღოლმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციით მომარაგებას? თუ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ქართველ მძღოლს, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებისას, საზღვარზე ჩაუტაროს უფასო ტესტი, რით არის განპირობებული შემდგომი ტესტები განახორციელოს მძღოლმა საკუთარი სახსრებით? გაურკვეველია ტესტირების თანხის კალკულაცია - რატომ 20 ლარი? იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფო იღებს, მძღოლების საკარანტინო ზონებში (სასტუმროებში), უფასო განთავსების პასუხისმგებლობას, რით არის განპირობებული, ტესტირების გადახდის ვალდებულება 20 ლარი, მძღოლმა განახორციელოს? ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებულების, მის მოქალაქეებზე ფინანსურ ტვირთად გადმომისამართება, ქმნის უსამართლობის განცდას, რაც ირიბათ აისახება, გადაზიდვების ღირებულების ზრდაში და პროდუქციის საბოლოო მომხმარებლისათვის ფასის გაძვირებაში," - წერს პაატა ცაგარეიშვილი ფეიბუქგვერდზე და თან აქვეყნებს მძროლის მიერ კოვიდტესტირების გადახდის ქვითარს.